უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 16:45
font-size

2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილი არ შეიტანება

2017 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში მსუბუქი ავტომობილები არ შეიტანება (მსუბუქი ავტომობილები ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახვას ექვემდებარება მხოლოდ 2018 წლის და შემდგომი საანგარიშო პერიოდ(ებ)ში).

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, ფიზიკური პირის, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტებს (საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა ან მათი ნაწილი), იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი), 2017 წლის 1 იანვრიდან დაემატა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები (საქართველოს კანონი N97-Iს, 16 დეკემბერი 2016 წ.).

სსკ-ის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შესაბამისად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2017 წლის დეკლარაციაში შეიტანება დასაბეგრი ქონება 2016 წლის მიხედვით, ხოლო მსუბუქი ავტომობილები ვერ იქნება განხილული 2016 წლის მიხედვით დაბეგვის ობიექტად (გარდა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ფიზიკური პირის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივებისა).

იგოეთთან ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ქალი

21 ივლისი, 2018 , 12:00

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან შეეჯა

ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა

21 ივლისი, 2018 , 10:55

გუშინ, ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - FIDE დაარსდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და 43

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

20 ივლისი, 2018 , 16:55

საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროს სათაო ოფისში გაემგზავრება

20 ივლისი, 2018 , 16:20

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში“ ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც მესამე ეტაპზე გ

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

20 ივლისი, 2018 , 16:20

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრე

გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 16:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან