უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2018 14:00
font-size

2017 წლის განმავლობასი პრეზიდენტმა 831 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს 831 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაცია შეწყალების კომისიამ გაავრცელა.

2017 წელს შეწყალების შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 539 მსჯავრდებული - აქედან 37 ქალი და 2 არასრულწლოვანია.

სასჯელი შეუმცირდა 291 მსჯავრდებულს, აქედან 9 ქალსა და 4 არასრულწლოვანს.

1 მსჯავრდებული კი გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

სულ 2017 წელს ჩატარდა შეწყალების საკითხთა კომიტეტის 5 სხდომა.

2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 890 პირის საქმე. მუშაობის შედეგად 2017 წლის 1 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 157 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 93 მსჯავრდებული, აქედან 6 ქალი და 1 არასრულწლოვანი. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალს.

2017 წლის 4 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 579 პირის საქმე. მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 91 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 62 მსჯავრდებული, აქედან 3ქალია. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 29 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალია.

2017 წლის 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1073 პირის საქმე. მუშაობის შედეგად 2017 წლის 6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 120 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია.შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 49 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალია.1 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

2017 წლის 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1406 პირის საქმე.მუშაობის შედეგად 2017 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 141 მსჯავრდებული, აქედან 12 ქალია. შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 85 მსჯავრდებულს, აქედან 1 ქალია და 2 არასრულწლოვანი.

2017 წლის 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1182 პირის საქმე. მუშაობის შედეგად 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 187 მსჯავრდებული: აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალსა და 3 არასრულწლოვანს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია და 1 არასრულწლოვანი. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალია და 2 არასრულწლოვანი.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი