უკან

ეკონომიკა

14 თებერვალი, 2017 14:35
font-size

2017 წლის იანვარში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და 177 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი, 15%-ით გაიზარდა და 474 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით და 55 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.

მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 44.3 მლნ აშშ დოლარი (39%-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქცია - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი).

უფრო დეტალურად:

ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104%-ით და 5.2 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
სპირტიანი სასმელების - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111%-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი) ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წ.წ იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა)
ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი)
სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34%-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი)
აზოტოვანი სასუქების - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი)
მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85%-ით და 4.3 მლნ. აშშ დოლარით მეტი)

რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, იმპორტის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია გასული წლის იანვართან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც გასული წლის საშუალო, ასევე წინა თვის იმპორტის მაჩვენებელს.

,,არსებული ტენდენციისა და საგარეო მოთხოვნის მეტად გაუმჯობესების შედეგად მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რაც საგარეო ვაჭრობის გზით ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას’’, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი