უახლესი ამბები
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
ეკონომიკა
2017 წლის III კვარტალში სოფლის მეურნეობაში 2.8%-იანი კლება დაფიქსირდა - საქსტატი
2017 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 4.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი კვარტლის მონაცემებზე. დეფლატორი 6.6%-ით გაიზარდა.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები - 12.6%-ით, სამთომოპოვებითი მრეწველობა - 10,6%-ით, მშენებლობა - 9,3 %-ით, ვაჭრობა -9,3 %-ით, საფინანსო საქმიანობა - 7,2 %-ით; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 6,3 %-ით, სახელმწიფო მმართველობა - 5,1 %-ით; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება - 5%-ით, კავშირგაბმულობა - 4,9 %-ით.
2.8%-იანი კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 %) და მრეწველობა (17 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 %), მშენებლობა (10,2 %); სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6 %); ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,1 %), სახელმწიფო მმართველობა (6,8 %); ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 %).