უკან

ეკონომიკა

29 სექტემბერი, 2017 17:45
font-size

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგროც სებ-ში განმარტავენ, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.

,,იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 16.4 მლრდ აშშ დოლარი (39.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 113.1 პროცენტია; 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 385.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 208.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 4.6 და 18.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.0 მლრდ აშშ დოლარი (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.0 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 244.6 მლნ აშშ დოლარი (588.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 835.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი) და 885.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.4 მლრდ აშშ დოლარი (8.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.9 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.0 მლრდ აშშ დოლარია (9.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.4 პროცენტია.

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 46.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო - 5.4 მლნ აშშ დოლარით. 2017 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 244.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - აცხადებენ სებ-ში.

საკვანძო სიტყვები:

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 40 ათასი ადამიანით იზრდება ყოველწლიურად, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბის დასაძლევად - ფინანსთა მინისტრი

13 ნოემბერი, 2018 , 17:45

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველწლიურად ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 40 000 ადამიანით იზრდება, თუმცა ეს არაა საკმარისი სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების დასაძლევად. ამის შესახებ მინი

ცვლილებები ვალუტის კურსთან დაკავშირებით მოლოდინებთან არის დაკავშირებული - კახა კიკნაველიძე

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განცხადებით, ლარის კურსის მერყეობა მოლოდინებს უკავშირდება. გარდა ამისა კიკნაველიძემ ბოლო დღეებში ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა. მი

კომერციულ ბანკებს სურთ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდეს

13 ნოემბერი, 2018 , 14:45

კომერციული ბანკები იმედოვნებენ, რომ საბანკო რეგულაციები პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს. „თიბისი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ლატვიელი პარტნიორი - “BIOR”-ის დირექტორი ეწვია

13 ნოემბერი, 2018 , 14:20

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში (LMA) ვიზიტით ლატვიელი პარტნიორი იმყოფებოდა. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის “BIOR”-ის ლაბორატორიის დირექტორი, აი

საქართველო ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილის მიხედვით მე-3-ე ადგილიდან მე-9-ე ადგილზე გადავიდა

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

საქართველოში „კასპერსკის ლაბორატორიის“  წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2018 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მომხმარებელთა 15,10% დაექვემდებარა ფიშინგს.  ,,ამ მაჩვენებლით  საქართველომ სოფლიო

ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს - გიორგი ქობულია

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

ეკონომიკა. გიორგი ქობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმარ