უკან

მოზაიკა

20 ოქტომბერი, 2017 12:20
font-size

2017 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს შედგება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, გრიგოლ ყიფშიძის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს პირველი არხის ეთერში შედგება. სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღება პირველი არხის მთავარ პავილიონში მიმდინარეობდა.

კომპოზიციის „გულის ხმა“ ავტორი გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი თემო საჯაიაა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე და საკონკურსო კომპოზიცია, რომლითაც გრიგოლ ყიფშიძე მაყურებლის წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი. გამარჯვებული სიმღერა ღია კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, შეფასებისას ჟიურის წევრებისთვის კომპოზიციის ავტორთა ვინაობა არ იყო ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი