უკან

საზოგადოება

15 ნოემბერი, 2016 17:05
font-size

2017 წლის ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდები აღარ ჩატარდება - ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მისი პირადი გადაწყვეტილებით, 2017 წლის ზამთარში მასწავლებლის საგნის გამოცდები არ ჩატარდება. ამის შესახებ ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ისევ ჩატარდება პედაგოგიური უნარების გამოცდა, თუმცა ამ პროცესს ,,კვალიფიკაციის დადასტურება“ დაერქმება და მასწავლებლებს ბარიერის გადალახვა აღარ მოუწევთ.

,,პედაგოგიური უნარების გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება. საგნობრივი გამოცდა ისევ რჩება, როგორც იყო, ოღონდ ბარიერი არც ამ გამოცდას ექნება. სიტყვა ,,გამოცდა” არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ერქმევა ,,კვალიფიკაციის დადასტურება”, ,,კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას.

,,მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მარი ნამგალაძე

ამირ ფერეცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირი გავაძლიეროთ

23 ოქტომბერი, 2019 , 00:13

„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ ებრაული კულტურის ევროპული დღესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის,  თბილისს ისრაელიდან ეწვივნენ 3

გედევან ფოფხაძე გიორგი მიქაუტაძეს: თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში

22 ოქტომბერი, 2019 , 17:15

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შანტაჟისტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს ციხეში. ვახტანგ შარაქაშვილის კითხვა მიქაუტაძეს გედევან ფოფხაძემ დაუსვა:

გლდანის ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავდებული გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) სასჯელს 2015 წლიდან ი

საქართველოს ეროვნული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გადახედოს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკს ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, კანონი არ დაურღვევია, მაგრამ გარიგების სამართლებრივი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მაღალი საჯარო ინტერესის სა

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგ

ორხევის დასახლებას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

ორხევის დასახლებაში, №56 ავტობუსის ხაზზე, “ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. 8 მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს ორხევის დასახლებიდან, ქეთევან წამებულის გამზირის გავლით, მეტროსადგურ ისნამდე გადაიყვანს