უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2018 15:40
font-size

2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო, სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმნიშვნელოვანეს როლს, რომლის მეორე კომპაქტის ფარგლებში 43 სკოლის შენობა რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ამ მიმართულებით აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკიც. შეთანხმების თანახმად, ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3 საჯარო სკოლის პროექტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით.

არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

14 დეკემბერი, 2018 , 16:40

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“​

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

14 დეკემბერი, 2018 , 16:00

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გასტანს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეკემბერში საბავშვო

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ცენტრალურ ოფისში შუახნის ქალი გარდაიცვალა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, დაცვის თანამშრომლებმა მოქალაქე სკამზე დასვეს და ცოტ

საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი - სისტემური განახლება გრძელდება

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლ

მშენებლობის სექტორში მთავარი პრობლემა „ქაოტური განაშენიანება” და ხარისხის სუსტი კონტროლია

14 დეკემბერი, 2018 , 15:10

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე

სავარაუდო თაღლითური სქემა - თარჯიმნებს კომპანია „თბილისის ბიზნესსახლი“ ანაზღაურებას არ უხდის

14 დეკემბერი, 2018 , 14:30

თარჯიმნები კომპანია „თბილისის ბიზნესსახლს“ აუნაზღაურებელი შრომისთვის უპირისპირდება. თარჯიმნების განცხადებით, კომპანია მათ ანაზღაურებას დიდი ხანია არ უხდის, ზოგიერთი თარჯიმნისთვის კომპანიას ათობით ათასი ლარი მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`