უკან

ეკონომიკა

27 თებერვალი, 2018 16:50
font-size

2018-2019 წლების განმავლობაში საქართველოში 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება - დიმიტრი ქუმსიშვილი

ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ციფრებში გამოხატული შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის“ გახსნაზე.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობის შედეგია, რომ საქართველოში იზრდება საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა, ვითარდება და ფართოვდება აეროპორტები და მიმდინარეობს ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილების სწორი განაშენიანების გეგმების შედგენა.

მინიტრის განმარტებით, ეს არის ძალიან დინამიური პროცესი, რომელიც საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ ტურიზმმა ქვეყანაში მეტი შემოსავლები მოიტანოს და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.

„2017 წელს შვიდ მილიონ ნახევარზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13,700-ზე მეტი საწოლი ადგილით; ხოლო 2018-2019 წლების განმავლობაში იგეგმება 220-ზე მეტი განთავსების ობიექტის გახსნა, 22,200-ზე მეტი საწოლი ადგილით.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი