უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2019 16:15
font-size

2018 წელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 17 პირი მიმართ - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სამმართველომ 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის და ერთი იურიდიული პირის მიმართ. გამამტყუნებელი განაჩენი კი 2018 წელს დადგა 17 პირი მიმართ, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ გასული წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების მიერ წარმოებულ ეფექტიან გამოძიებას ადასტურებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებზე დადებული ყადაღების და ჩამორთმეული ქონებების მოცულობა.

„საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე ყადაღა იქნა დადებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ შემდეგ ქონებაზე: 2018 წელს – 17 522 495 ევრო, 21 183 776 აშშ დოლარი, 16 629 ლარი, 142 834 ფუნტ სტერლინგი და 6 357 835.91 აშშ დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (დაახლოებით 125 000 000 ლარი); რაც შეეხება ჩამორთმეული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებების ოდენობას: 2018 წელს – 1 საცხოვრებელი ბინა, 7 ავტომანქანა, 690 000 ლარი, 199 975 ფრანკი, 37 899 აშშ დოლარი“,- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ანგარიშში.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს 2018 გაწეული საქმიანობის ანგარიში გუშინ წარუდგინა. დოკუმენტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს

19 ივლისი, 2019 , 10:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავა

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

18 ივლისი, 2019 , 14:30

2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გ

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

18 ივლისი, 2019 , 13:20

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს