უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

2 ნოემბერი, 2017 16:30
font-size

2018 წელს ზუგდიდში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება

მომავალი წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ამ საკითხზე დანიის ლტოლვილთა საბჭო მოლაპარაკებებს გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW) აწარმოებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა რუხში, ინგირში, ბარამიას ქუჩაზე, ლაღიძის ქუჩასა და კომბინატის დასახლებაში იგეგმება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ცენტრების მშენებლობა.

დაგეგმილ პროექტებზე ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ვინსენტ დონტონტსმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლაშა გოგიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც დონანტ ვინსენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, სამეგრელოში დაახლოებით 100 დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია, დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. დონორებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთვევაში, პროექტის განხორციელება 2018 წელს დაიწყება.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის დევნილთა საბჭო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე გეგმავს სათემო პროექტებს, ტრენინგებს ბაღის აღმზრდელებისთვის და იურიდიულ კონსულტაციებს.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

17 ოქტომბერი, 2019 , 14:10

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,