უკან
მსოფლიო
29 დეკემბერი, 2017 11:55
2018 წლის 1-ელ იანვარს დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 7 444 443 881-ს მიაღწევს
აშშ-ის აღწერის ბიუროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრისთვის პლანეტის მოსახლეობა 7 444 443 881 ადამიანს მიაღწევს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 78,5 მილიონი ადამიანით გაიზრდება. მატება 1,07%-ს შეადგენს.
უწყების სპეციალისტების თქმით, „2018 წლის იანვრის განმავლობაში ყოველწამიერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩნდება 4,3 ბავშვი, ხოლო 1.8 ადამიანი მოკვდება“.
ბიუროს ადრინდელი პროგნოზით, 2050 წლისთვის დედამიწაზე 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.
1900 წელს პლანეტაზე 1.6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 6-მილიარდიანი ზღვარი მოსახლეობამ 1999 წელს გადალახა, ხოლო 2011 წელს წელს ადამიანთა რაოდენობამ 7 მილიარდს მიაღწია.
ანა მებურიშვილი