უკან

ეკონომიკა

11 იანვარი, 2019 15:00
font-size

2018 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია - საქსტატი

„2018 წლის 11 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7%-ის ფარგლებშია“,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გასული წლის შეჯამებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის დარგში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. გოგიტა თოდრაძის თქმით, ექსპორტის მოცულობის 24%-იანი ზრდა რეკორდული მაჩვენებელია.

„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადებითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორმა, ასევე ტრანსპორტის, სასტუმროებისა და ვაჭრობის დარგებმა. ეკონომიკურ ზრდაში უარყოფით წვლილის მქონე საქმიანობა ამ 11 თვის განმავლობაში მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციები იყო. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული წლის 11 თვის განმავლობაში. ასევე, 17%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი,"- განაცხადა თოდრაძემ.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში 27%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გასული წლის უმსხვილეს პირდაპირი ინსვეტორი ქვეყნები კი აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფოა.

„ეს მაჩვენებელი განპირობებული იყო იმით, რომ მაგისტრალური გაზსადენის პროექტი დასასრულს უახლოვდება, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა განხორციელდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რაც უარყოფითად მოქმედებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე“, - განაცხადა თოდრაძემ.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 1,1% -ით არის შემცირებული. 2018 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 12,8%-ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, მამაკაცების თვიური საშუალო ხელფასი 1360.5 ლარია, ხოლო ქალების - 851.9 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაცის დონე 1,5%-ით განისაზღვრა, რაზეც გავლენა მოახდინა შემდეგმა პროდუქტებმა: პური, თამბაქოს ნაწარმი, ელექტროენერგიის გადასახადი, საწვავი.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

16 ივლისი, 2019 , 16:25

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. ს

ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 56.78 მლნ, რუსეთიდან - 34.78 მლნ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი

15 ივლისი, 2019 , 17:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა,

ეროვნული ბანკი ივნისში ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

15 ივლისი, 2019 , 15:30

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2019 წლის ივნისის მდგომარეობით. ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნ

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი, 2019 , 15:30

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს