უკან

ეკონომიკა

19 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 22.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 %-ით აღემატება; აქედან ექსპორტი 2 146.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.1 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ. აშშ დოლარს (21 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 1 508.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 13.5 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 455.8 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.4 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.2 %-ს შეადგენს. იმპორტმა 1 751.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (24.3 %-ით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.4 % შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 206.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 21.4 %-ით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 34 %-ით განისაზღვრა.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 025.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 51.3 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 %-ს შეადგენს. იმპორტი 1 744.9 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა (23.7 %-ით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.3 %-ს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 770.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 32.6 %-ით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.9 % იყო.

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.5 % შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორების სამეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (298.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (280.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (182.4 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.4 % შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი (939.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (599.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (582.5 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.2 % შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 121.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (879.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (727.3 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 319.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 14.9 %-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 243.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 %), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 230.4 მლნ. აშშ დოლარით (10.7 %).

მსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმაც 576.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 % შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 389.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 %), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 259.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 %).

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი