უახლესი ამბები
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
ეკონომიკა
2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა
საქართველო-ბელარუსს შორის არსებულ დადებით სავაჭრო დინამიკაზე ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ მხრივ არსებული პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლის იანვარში საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 91%-ით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა საქართველოდან 47 პროცენტით მოიმატა.
ამასთან, მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და ამ მიმართულებას აუცილებლად სჭირდება განვითარება.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და მიხაილ რუსის შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ბიზნესურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე.
ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 22 მარტს დაგეგმილია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს ფორუმის ორგანიზება, რომელშიც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმში რამდენიმე ათეული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.