უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 მარტი, 2019 15:00
font-size

2018 წლის IV კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები გაიზარდა - „საქსტატი“

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, რომელიც შეეხება მშენებლობის ღირებულების ინდექსს საქართველოში 2018 წლის IV კვარტალის მონაცემებით.

„აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც მთლიან ინდექსზე 3.64 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 1.8 პროცენტით გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზე.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.6 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, განაპირობა სამშენებლო მასალებზე ფასების 5.1 პროცენტიანმა ზრდამ, რაც 2.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. აღნიშნულ პერიოდში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება

19 ივნისი, 2019 , 17:33

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარულიავიარეისები შესრულდება. როგორც „მედიანიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისიდა

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების სიაში მოხვდა

19 ივნისი, 2019 , 16:20

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში შევიდა. „საქსტატის“ ცნობით, ამ ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 40.145 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორცი

I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა - საქსტატი

19 ივნისი, 2019 , 15:20

I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა,- ამის შესახებ „საქსტატის“ 2019 წლის I კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი მონაცემების

მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ - ნათია თურნავა

19 ივნისი, 2019 , 13:25

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში სიახლეებს დავნერგავთ, რათა ხელი შევუწყოთ არსებული ბიზნესების გაფართოებას“, - განაცხადა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში&ldq

თბილისს ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა

19 ივნისი, 2019 , 13:25

თბილისს ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. სასტუმრო „სოლე პალასის“ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო. ტურიზმ

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 22.1 პროცენტით გაიზარდა

19 ივნისი, 2019 , 13:00

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მაისში, 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს,