უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 ივლისი, 2018 15:40
font-size

2018 წლის ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 2,2 % შეადგინა - საქსტატი

სტატისტისკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით 2018 წლის ივნისში ინფლაციის დონემ საქართველოში -0,6 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 % შეადგინა ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 2,6 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-14,6 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (-13,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 %), ასევე ზეთი და ცხიმი (-0,8 %). ამასთან, ფასები გაიზარდა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (0,9 %);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზრდილია 0,8 %-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0,1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,5 %). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2,1 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 1,1 %-ით, რაც 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1,6 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,6 %-იანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8,3 %). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 %);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,2 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 %), ასევე ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების (5,8 %) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,1 %-ით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,2 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 %) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 4,9 %-ით, რაც 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (8,9 %);

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები შემცირდა 7,7 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-7,9 %), ისე ფეხსაცმლის (-6,8 %) ქვეჯგუფებზე.

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.