უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 სექტემბერი, 2018 12:10
font-size

2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - მამუკა ბახტაძე

2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ეს ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ ეკონომიკურ ტურბულენტობას რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს აქვთ ასეთი მზარდი რწმენა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშენებლობის ნაწილში არის გარკვეული შემცირება და შესაბამისად, მთავრობას დაგეგმილი აქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მშენებლობის სექტორში მოზიდული იქნას დამატებითი ინვესტიციები.

„სასიხარულოა, რომ გაზრდილია ინვესტიციები ზოგადად, რეალურ სექტორში, ვინაიდან სწორედ ეს არის ის სექტორი, სადაც ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, საგადასახადო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს - სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან

ბერძნული ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

19 აპრილი, 2019 , 15:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება სეზონური რეი

ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, გაიზარდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში, 2019 წლის იანვარ-მარტში, 196.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 6.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში იმპორტი 4.7 პროცენტით შემცირდა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე), 2019 წლის იანვარ-მარტში, 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაც

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 10:27

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის

მივესალმებით კვიპროსთან ურთიერთობის გაღრმავებას ყველა სექტორში - გიორგი ქობულია

18 აპრილი, 2019 , 14:15

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ბიზნესწრეების დაახლოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019