უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

2018 წლის მესამე კვარტალში შიდავიზიტების უმრავლესობა განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.2 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 0.7 %-ით აღემატება 2017 წლის მესამე კვარტლის შესაბამის მონაცემებს.

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 583.2 ათასით განისაზღვრა, რაც 0.3 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების 38 % განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ, ვიზიტების 31% - 51-70 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ, ვიზტების 26% - 15-30 წლის პირების მიერ, ხოლო 5% - 71 წლის ზემოთ ასაკის პირების მიერ. ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 57 % მოდის ქალებზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.1 % ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.2 % მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11%- აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (46.5%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, ვიზიტების 16.2% დასვენებაზე, გართობასა და რეკრეაციაზე მოდის; ვიზიტების 13.9% - შოპინგზე, ხოლო 8.5% - მკურნალობა-გაჯანსაღებაზე.

ყველაზე მეტი ვიზიტი (23.4%) განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 281.4 ათასი ვიზიტი თვეში ) და იმერეთის რეგიონში (206.9 ათასი ვიზიტი თვეში) – 17.2%. მესამე ადგილზეა აჭარა, რომელზეც ვიზიტების 16.1% მოდის.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3 %-ით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის მოცულობას, შემცირებულია 3.7 %-ით და 160.7 ლარს უტოლდება.

საკვანძო სიტყვები:

კომერციული ბანკების მოგება აგვისტოში გაიზარდა - ვალუტის ყიდვა-გაყიდვით კი 71.8 მლნ ლარის ზარალი მიიღეს

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზ

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3 პროცენტით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 , 11:50

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 210.0 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტ

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

18 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 15:25

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ივანე მაჭავარიანი - მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს კი 5-პროცენტიანი მატება იქნება

16 სექტემბერი, 2020 , 14:35

ჩვენი მოლოდინია და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკა 5 პროცენტით შემცირდება, მომდევნო წელს კი ასევე 5-პროცენტიანი მატება იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ს

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა

16 სექტემბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.