უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 მაისი, 2018 16:55
font-size

2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია

2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია. კერძოდ, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 37.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც 22.1%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 19.4%-ს.

2018 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი და სხვ.

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 6.3 მლნ აშშ დოლარით (112%), რაც ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია, ღვინის ექსპორტი გაიზარდა 1.9 მლნ აშშ დოლარით (62%), მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 0.7 მლნ აშშ დოლარით (21%), ხოლო გადამუშავებული თხილის ექსპორტი გაიზარდა 0.6 მლნ აშშ დოლარით (37%).

2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთში (2.7-ჯერ და 6.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ლიტვაში (19%-ით და 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ესპანეთში (3.5-ჯერ და 3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და ნიდერლანდებში (33%-ით და 3.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 8 მლნ ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (

გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს. „ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რო

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვე

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს