უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2018 12:15
font-size

2018 წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა

2018 წლის პირველ კვარტალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 532 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 77 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 1 261 919 ლარი შეადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 923 910 ლარი დაეკისრათ.

,,ამავე პერიოდში გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 530 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 407 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 270 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 46%-ს შეადგენს. პირველ კვარტალში, ამოღებულია 2 565 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და 75 ერთეული არარეგისტრირებული (უკანონო) მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო.

საერთო სტატისტიკის 18%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 484 ფაქტი და 14%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 355 ფაქტი. ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 155 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 182 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 98 ფაქტი გამოავლინეს, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 51 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ნებართვის პირობების დარღვევის/ნებართვის გარეშე საქმიანობის - 22 ფაქტი, სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 3% (55 ფაქტი) შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - 153, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, 2175 ზარი შემოვიდა. გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის თაობაზე 541 შეტყობინება დაფიქსირდა და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2018 წლის პირველ კვარტალში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევა 12 მნიშვნელოვან ობიექტზე დააფიქსირეს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობას 16 მსხვილი ობიექტი ახორციელებდა, ხოლო თევზის გადამამუშავებელი 4 საწარმო გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის აქტიურობა 2018 წელს 41%-ით გაიზარდა, ვინაიდან 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი) გამოვლენილია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1534 ფაქტი.

დეპარტამენტი აგრძელებს 24 საათიან მუშაობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და განახორციელებს მკაცრ კონტროლს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცეკებულ ინფორმაციაში.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

26 ოქტომბერი, 2020 , 15:57

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლ

სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქარ

თუ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში,

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან - ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდო

ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა - ბერდია სიჭინავა

26 ოქტომბერი, 2020 , 11:55

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოად