უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 აგვისტო, 2018 11:55
font-size

2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, მგზავრთა ნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,719,920 მგზავრს მოემსახურა. რაც 28 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 2,130,469 მგზავრი).

ივლისის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371,188 მგზავრი ). ხოლო შვიდ თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2,104,161 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 %-ით მეტია. რაც შეეხება შვიდი თვის ჯამს, 2018 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33 %-ით გაიზარდა და 310,115 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111,325 მგზავრმა ისარგებლა. რაც 11 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100,613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301,597 მგზავრი შეადგინა. (234,037 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის შვიდ თვეში 4,047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის შვიდი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

19 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6972 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7026 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 თეთრი შეადგინა.  გა

საჯარო კომპანიების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს - ეროვნული ბანკი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

მთელი საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეშვიდე, ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითადი

ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება - რომან კაკულია

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა ამ პრობ

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:05

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 დოლარის შესაძენად 2.7026 ლარია საჭირო. ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ლარის გაუფასურების სამი მიზეზი დაასახელა. ესენია თურქული ლირის ფაქტორი, საქართველოში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო ბარათების რისკებთან დაკავშირებულ ფორუმს უმასპინძლა

19 ოქტომბერი, 2018 , 12:05

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საბარათე სისტემა "მასტერქარდი"-ს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკში რიგით მე-6 ფორუმი გაიმართა, რომელშიც "მასტერქარდი" - ს წევრი 12 კომერციული ბანკისა და საბარათე საპროცე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`