უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 თებერვალი, 2019 16:00
font-size

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა ძალიან მასშტაბური და ამბიციურია.

„ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს - საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც გაზსადენებიდან არის საკმაოდ დაშორებული და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. შედეგად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61,000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი