უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2019 13:50
font-size

2019 წელს დაგეგმილია 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მაია ცქიტიშვილი

სამინისტროს მიერ ათვისებული თანხები ბოლო წლებში მუდმივად იზრდება. 2017 წელს წინა წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 40%-მდე მეტი თანხა ჩაიდო, ხოლო შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი 20%-ით იზრდება.

2019 წელს დაგეგმილია 20%-იანი ზრდა და 2 მლრდ ლარის ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში ,,მინისტრის საათზე“ გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვისებამ 1 მლრდ 662 მლნ ლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში დასრულდა და მიმდინარეობდა 1200-ზე მეტი პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში.

საქვეუწყებო დაწესებულებების მიხედვით, გაერთიანებული წყლის კომპანიის ბიუჯეტი 31%-ით არის გაზრდილი და წელს 218 მლნ ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება გაზრდილია 46%-ით და 400 მლნ ლარზე მეტია. ყველაზე მოცულობითია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი და 1.302 მლნ ლარს უტოლდება, გასამმაგებულია მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ბიუჯეტი და წელს იგი 39 მლნ ლარია.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი