უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2020 13:00
font-size

2019 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული. ამასთან, ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუმცა საია-ს აზრით ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა - 2019 წელს გახორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა.

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში - მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობებზე (კანდიდატებისთვის არ არის გათვალისწინებული გასაჩვრების მექანიზმები, გასაუბრებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს). „კლანის“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

სასამართლოს თავმჯდომარეები - ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. „კლანი“, აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისადმი ლოიალური პირების დასანიშნად და, მათი მეშვეობით, გავლენის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0739 ლარი გახდა

5 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0739 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაეხმაროს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს

5 აგვისტო, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოთქვამს მზადყოფნას, მინიჭებული მანდატის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს. როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, სახალხო

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამის მესამე ეტაპს იწყებენ

5 აგვისტო, 2020 , 17:10

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - შსს

5 აგვისტო, 2020 , 16:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოე

გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, გარკვეული პიროვნებების ჩვენებები წავიკითხეთ, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა - მიხეილ რამიშვილი

5 აგვისტო, 2020 , 16:55

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილი დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შსს-ში შეხვედრაზე მისი შვილის საქმის გარკვეული მასალები გააცნეს. „გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობ

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, მის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს

5 აგვისტო, 2020 , 16:10

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო, 23 წლის პროგრამისტის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალებას მის სამსახურს, კომპანია "ZAG"-ს უკავშირებს. ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანია გასაიდუმლოებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე