უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 იანვარი, 2020 14:20
font-size

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს - „საქსტატი“

2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 68.2%-ით გაიზარდა და 686.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ საქონლით საგარეო ვაჭრობის 2019 წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და მასზე მოდის მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტი. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 303.0 მლნ. აშშ დოლარით (8.0 პროცენტი).

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).

პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან დღეს ამას ობიექტური წინაპირობა არ აქვს - ლევან დავითაშვილი

7 აპრილი, 2020 , 18:36

„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან ს

საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მოზიდვით კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა

7 აპრილი, 2020 , 18:05

საქართველოს ბანკმა 55 დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის. ინვესტიციის მოზიდვით ბან

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე გადამზიდავი ტრანსპორტი 24-საათიან რეჟიმში გადაადგილება - შემოსავლების სამსახური

7 აპრილი, 2020 , 17:49

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, &nd

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1748 ლარი გახდა

7 აპრილი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1748 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 აპრილი, 2020 , 14:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „2020 წლის 7 აპრილს, ფინანსთა ს

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება, რაც ეჭვებს აჩენს

7 აპრილი, 2020 , 14:10

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ქვეყანაში გაუგებარი პროდუქტის იმპორტის რეკორდულ ზრდაზე მიუთითებს, რომელიც საქართველოში აქციზის გადასახადით დაბეგვრის გარეშე შემოდის და სავარაუდოდ, როგორც თხევადი საავტომობილო გაზი ისე იყიდება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`