უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მაისი, 2020 12:11
font-size

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის მთლიანი საშუალო ხარჯი თვეში, წინა წლის იგივე მაჩვენებელზე, 4.8 პროცენტით მეტია

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ თვეში 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, თვეში საშუალო შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 175.3 ლარს, ხოლო ერთ სულზე 336.1 ლარს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 84.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 781.1 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 470.2 მილიონი ლარის ფარგლებში იყო სოფლის ტიპის დასახლებებში. 2019 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი – 48.7 პროცენტი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უკავია. გარდა ამისა, სტრუქტურაში 19.0 პროცენტიანი წილით არის წარდგენილი პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები, 11.4 პროცენტიანი წილით შემოსავლები თვითდასაქმებიდან და 8.8 პროცენტიანი წილით საჩუქრად მიღებული ფული.

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 220.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 1 146.1 ლარს, ხოლო ერთ სულზე 327.7 ლარს უტოლდება.

2019 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.2 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, შემოსავლების მსგავსად, ხარჯების მოცულობა გაცილებით მაღალი იყო ქალაქის ტიპის დასახლებებში და 764.4 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 455.7 მილიონი ლარი იყო.

2019 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი (37.8 პროცენტი) უჭირავს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს.

საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების` მარწუხებშია მოქცეული - მამუკა ხაზარაძე

9 ივლისი, 2020 , 16:30

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ აქვ

თავად აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად - მაია ცქიტიშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:30

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ - გიგი უგულავა

9 ივლისი, 2020 , 16:30

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტყვიავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საქართველოს საპატრიარქო

9 ივლისი, 2020 , 16:00

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ &bd

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე