უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია - გიორგი ბირბიჩაძე
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თითქოსდა მცირდება. როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განმარტა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები კი არ მცირდება, არამედ იზრდება.
კერძოდ, როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტით აუტიზმის სპექტრის მქონე 750 ბენეფიციარი დაფინანსდა, მომავალ წელს კი ეს ციფრი 850 ბენეფიციარამდე გაიზრდება.
„ასევე ზრდა გვაქვს უფასო სასადილოების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, მილიონ 723 ათას 100 ლარით იზრდება და კარგი იქნებოდა კოლეგებს მოესმინათ, რომ არანაირი კლება არ გვაქვს. პირიქით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.