უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 ივნისი, 2018 14:15
font-size

2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება

დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზე გაგვაქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება.

"ენგურჰესზე“ ნამდვილად მოხდა ავარია, რომლის მსგავსი ბოლო 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. საკმაოდ მალე, 7 დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი, დღეს უკვე 4 აგრეგატი მუშაობს და სავარაუდოდ მე-5 აგრეგატს ძალიან მალე დავაერთებთ.

არსებობს ინტერაქტიული ვებ გვერდი, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ელექტროენერგიის გამომუშავება, ასევე საქართველოდან გასული და შემოსული ელექტროენერგია, სადაც ნათლად ჩანს, რომ დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზე გაგვაქვს.

რაც ეხება „ენგურჰესის“ რეაბილიტაციას და იქ ჩასატარებელ სამუშაოებს, მუდმივად ტარდება ეს სამუშაოები, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 2019 წლის დასაწყისში „ენგურჰესი“ სამი თვით გაჩერდება და ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ 2 აგრეგატის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. იქ საინვესტიციო პროგრამა მუდმივად მიმდინარეობს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 8 მლნ ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (

გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს. „ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რო

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვე

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს