უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 ოქტომბერი, 2018 15:45
font-size

2019 წლის დასაწყისში საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ეწვევა

გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან ნორბერტ ბარტლისთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 2018 წლის აგვისტოში განხორციელებულ ვიზიტსა და მის შედეგებს, რომლის დროსაც განისაზღვრა არაერთი ორმხრივი სტრატეგიული მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

დადებითად შეფასდა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა დადებითი ზრდის დინამიკა, რომელიც სახეზეა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით. კერძოდ, 2018 წელს ექსპორტი 32 პროცენტითაა გაზრდილი, რასაც ხელს უწყობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოქმედება.

ასევე ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით. ითქვა, რომ გერმანია საქართველოს დონორების სიაში მე-2 ადგილზეა და დღემდე 820 მლნ. ევროზე მეტი ფინანსური და ტექნიკური დახმარება აქვს აღმოჩენილი. ასევე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია ენერგეტიკის სექტორში. ამის ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის თანადაფინანსებით განხორციელდება.

შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას, რომელიც გერმანიაში ფართო აუდიტორიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას საქართველოს შესახებ და გააღრმავებს ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის კავშირს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`