უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


2019 წლის იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება.
მინისტრის ინფორმაციით, უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს - პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, ახლა პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წლის იანვრამდე დაავადების მეოთხე სტადიის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსებას სახელმწიფო დიდ ქალაქებში ცდილობდა, ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მიღწეული შეთანხმებით კი ყველა რეგიონის ჩართვა გახდა შესაძლებელი.
“ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს მათ აღნიშნული პროგრამა, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აუნაზღაურებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის თებერვლიდან, დაიწყო ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა, ამ დაავადების, სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდას.
მათივე ცნობით, პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამა თანადაფინანსებით მედიკამენტის 80%-ს არსებული პროგრამა ფარავს, რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000 -მდე ლარს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00