უკან

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2019 17:30
font-size

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება - ირაკლი კოვზანაძე

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე საუბრის დროს, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი კოვზანაძემ შემაჯამებელ გამოსვლაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც ისაუბრა.
„კანონპროექტით 2019 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი, შენარჩუნებულია 4.5%-ის დონეზე, დეფიციტი ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კი-44.3% შეადგენს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ეს პარამეტრი, ანუ დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“, - განაცხადა კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მლნ ლარით და 12 956.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელები - 223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს აღწევს. დაფინანსება ეზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 131 მლნ. ლარით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - 25 მლნ ლარით; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები-130.0 მლნ ლარით; ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი კი 100.0 მლნ ლარით იზრდება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

25 იანვარი, 2021 , 11:20

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლა

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ფრიდონ ინჯია სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს

25 იანვარი, 2021 , 10:45

საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2021 წლის ზამთრის პლენარულ სხდომაში იღებს მონაწილეობას. ფრიდონ ი

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე

23 იანვარი, 2021 , 16:05

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. გაყალბებული არჩევნების ფონზე 48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია

23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია. სამდივნოს შემადგენლობა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მამუკა მდინარ

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია

23 იანვარი, 2021 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის. წერილის ქართულ თარგმანს აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს: „ძვირფასო ვიცე-პრეზიდენტო ჰარის

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის

23 იანვარი, 2021 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. ოფიციალურ მილოცვის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ის ახალ პრეზიდენტს უგზა