უახლესი ამბები
- 01.03.2021 19:05მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
- 01.03.2021 17:35შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
- 01.03.2021 17:35კობა გვენეტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს შეხვდა
- 01.03.2021 17:30გარდაბანში აფეთქების შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა
არქივი
პოლიტიკა


2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი - დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაზე“
ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს ის საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს. ჭიჭინაძის შეფასებით, კობახიძეს „ვექტორები ერევა“ და იმ შემთხვევაში, თუ კობახიძე საპატრიარქოს საქმეებში აპირებს ჩარევას, სჯობს, „თმის ნაცვლად, წვერი მოუშვას“.
„კობახიძე, მე ვფიქრობ, საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ, მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად, თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს, თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს.
„მე ვფიქრობ, ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მას როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად, უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ.
„ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერის მასპინძლობის სიამოვნება, მახარებს გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა და რომელსაც ევროკავშირში წავიღებ - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:22

მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 19:05

ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსთვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის - შარლ მიშელი
1 მარტი, 2021 , 18:52

მზად ვარ, ოპოზიციასთან შეხვედრას დავესწრო, მადლობა შარლ მიშელს ამ ინიციატივისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი
1 მარტი, 2021 , 18:39

შარლ მიშელს შევთავაზე, რომ პროცესი მედიაციიდან მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე
1 მარტი, 2021 , 17:35

ჩვენ კომპრომისის სახით ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე - გიორგი ვაშაძე
1 მარტი, 2021 , 17:15