უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2020 14:25
font-size

2020 წელს საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 870-მდე კონტროლი განხორციელდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს. შემოწმების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, მოწმდება როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტები. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ გაზრდილი კონტროლის და გაცემული რეკომენდაციების შედეგად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგია“, - აღნიშნა ვასილ ბასილაძემ.

ცნობისთვის, შემოწმებისას ყურადღება ექცევა, კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!