უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2018 15:30
font-size

2020 წელს საქართველო შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს - მამუკა ბახტაძე

ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში ყველაზე მძიმე გამოწვევაა. ვირუსული ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანიის – STOP C დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა დაუცველი აღმოჩნდა და საქართველოც მათ რიგში იყო.

„2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ადამიანი, მოქალაქე და მასზე ზრუნვა. პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი გაზრდა. ამ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც აქვს მსოფლიოს. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ ამ გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის უნიკლაური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ამერიკელ პარტნიორებს და კომპანია „გილიადს“ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშიებით მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ მეგობრებს და ფარმაცევტულ კომპანია „გილიადს“, რომელთა დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ თუ შევხედავთ ფასებს, დაახლოებით 80-90 ათასი აშშ დოლარი დასჭირდებოდა მოქალაქეს, რომ ამ თანამდეროვე პრეპარატებით ემკურნალა. რომ არა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარება, მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე შეძლებდა ამ პრეპარატებით მკურნალობას. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მივაღწიეთ იმას, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობა, ყველასთვის არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა გაიარა სკრინინგი და 50 000 მოქალამდე არის ჩართული სამკურნალო პროგრამაში.

„სკრინინგი ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, C ჰეპატიტი სტიგმა არ არის, იდეალური იქნება, თუ მოსახლეობის 100 პროცენტი გაივლის სკრინინგს, რათა ეფექტურად ვებრძოლოთ დაავადებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 2020 წელს საქართველო შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს, მისი ელიმინაციის და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით.

„ეს იქნება სტიმული სხვა ერებისთვის, რომ თუ არსებობს საზოგადოების მობილიზება და სწორი სტრატეგია, ყველა დაავადების დამარცხება შესაძლებელია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

აქვე, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან პროგრამაში, მონაწილეობენ აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.

„მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, 2020 წელს C ჰეპატიტი საქართველოში იქნება სრულიად ელიმინირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C დაიწყო.

საკვანძო სიტყვები:

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

“ეს არის კადრი ფილმიდან საშიში კინო და გვინდა დასრულდეს` - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართა

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობდა. მოძრაობის აქტივისტები ნიღბებით მივიდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ შეიწ

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ - სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი, 2019 , 13:53

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პატიმრების შეწყალების თემასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

18 სექტემბერი, 2019 , 13:45

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;2. ლევან ბ

თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

18 სექტემბერი, 2019 , 13:24

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსა

საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

18 სექტემბერი, 2019 , 12:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს