უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

31 მარტი, 2020 12:50
font-size

2020 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 2.2%-იანი ზრდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა. როგორც გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, შემცირებულია ახალი დარეგისტრირებული საწარმოთა რაოდენობაც.

„2020 წლის თებერვალში ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კლების ტენდენციის გამოვლენით ძირითადად დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში. მიუხედავად ამისა 2020 წლის თებერვალში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სასტუმროებისა და რესტორნების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში. საქონლის ექსპორტი 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 0.5%-ით და 264 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა იანვარი - თებერვლის მაჩვენებელი 4.5%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, თებერვალში გაიზარდა 8.4%-ით და 703 მლნ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2020 წლის თებერვალში საქართველოში დარეგისტრირდა 3 969 ახალი საწარმო. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 8.9%-ით. ეკონომიკური ზრდის წინაწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 6.3 მილიარდი ლარია და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.5%-ით,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ეკონომიკის გახსნას გარკვეული უსაფრთხოების ზომებიც უნდა ახლდეს თან - ლეშეკ ბალცეროვიჩი

30 მაისი, 2020 , 17:45

„ეკონომიკის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთიც ხსნის საკუთარ ეკონომიკას, თუმცა, ეტაპობრივად და მე ამას მხარს ვუჭერ. მაგრამ საჭიროა ეპიდემიის რისკების ან ეპიდემიის განახლების რისკების განხილვა. სწორედ ამიტომ, ე

მოხარული ვარ, რო, AE SOLAR - მა დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:38

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენ

`ატლანტიკ საქართველოს` გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:25

„როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორ

წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა - ნათია თურნავა

30 მაისი, 2020 , 17:00

მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა &

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

30 მაისი, 2020 , 12:52

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში შვეიცარიის ელჩს, პატრიკ ფრანცენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიას შორ

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

29 მაისი, 2020 , 16:08

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებ