უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
ეკონომიკა


2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს - ირაკლი ღარიბაშვილი
2021 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 62 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არის მაქსიმუმი, ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360 პროცენტით არის გაზრდილი.
„მინდა რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო - 2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360 პროცენტით არის გაზრდილი. ასევე 2012 წელს, ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან იყო 250 მილიონი ამერიკული დოლარი. ამხელა სხვაობაა ამ 8-9 წელიწადში, რაც რეკორდული მაჩვენებელი. ასევე, საანგარიშო პერიოდში, ესპორტირებულია 42 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 20 მილიონი დოლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 441 ქართული კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2012 წელს ექსპორტს მხოლოდ 100 კომპანია აწარმოებდა.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი კომპანია დაემატა და 441 ქართული კომპანია ახორციელებს ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შედარებისთვის, 2012 წელს სულ იყო 100 ექსპორტიორი კომპანია.
ჯამურად, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით, მაშინ იყო 163 მილიონი დოლარი. ეს არის რეალური განსხვავება, რაც ჩვენი მტავრობის ძალისხმევით იქნა მიღწეული და ასევე „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩვენს მიერ დაწყებული გონივრული პოლიტიკით“, - განაცხადა ირაკლი ღარაიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს „ბორჯომისა` და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა
20 მაისი, 2022 , 20:28

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზად არის, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს
19 მაისი, 2022 , 19:12
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა
18 მაისი, 2022 , 21:22

განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი - ლევან დავითაშვილი
17 მაისი, 2022 , 13:01

კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს - სებასტიან მოლინეუსი
4 მაისი, 2022 , 13:07

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში; იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები - ირაკლი ღარიბაშვილი
2 მაისი, 2022 , 11:30