უკან

რეგიონები

17 ოქტომბერი, 2019 14:10
font-size

2021 წლამდე ბუნებრივ აირს დამატებით 100-მდე დასახლებული პუნქტი და 20 000-მდე აბონენტი მიიღებს - ნათია თურნავა

თვითმმართველობის ორგანოების წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით, რომ დამატებით, 100 - მდე ახალი დასახლებული პუნქტი მიემატა გაზიფიცირების სამწლიან პროგრამაში გათვალისწინებულ დასახლებებს. ეს არის 20,000 - მდე დამატებული აბონენტი და ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც ბუნებრივ აირს 2020 – 2021 წლებში მიიღებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის 17 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაზიფიცირების სამწლიან 2019 – 21 წლების პროგრამაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც 100 -მდე დასახლება ჩაერთვება აღნიშნულ პროგრამაში, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი 2020 – 21 წლებში ბუნებრივ აირს მიიღებენ. შედეგად, 2019-2021 წლებში საქართველოს მასშტაბით 295-მდე გაიზრდება იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ დასახლებების მცხოვრებლებისთვის, სადაც ბუნებრივი აირი შევა. გარდა ამისა, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები იქ მცირე ბიზნესების შესაქმნელად.

ცვლილებების შედეგად, 54 751-დან 73 833-მდე გაიზარდა იმ პოტენციური აბონენტების რაოდენობა, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს. მათ საშუალება მიეცემათ, ჩაერთონ ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში და უფრო მომზადებულები შეხვდნენ დამდეგ ზამთარს. 3 წლის განმავლობაში დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების ჯამური ღირებულება განახლებული გეგმით 229 600 000 ლარს შეადგენს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი