უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

9 სექტემბერი, 2024 12:29
font-size

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.

უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიცია 451.3 მლნ. აშშ დოლარია და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზეა მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორებს, პირველ ადგილზე 46.4 პროცენტით გაერთიანებული სამეფოა. მეორე ადგილზე იაპონიაა 10.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – მალტა 6.6 პროცენტით. 2024 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 1.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 მარტი, 2025 , 12:19

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 835.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.0 პრ

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

19 მარტი, 2025 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთა

Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

6 მარტი, 2025 , 18:56

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე კავკასიის  ეკონომიკების და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი, 2025 , 12:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარში, წინა წლ

იანვარში სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მაღალია - ლევან დავითაშვილი

13 თებერვალი, 2025 , 13:15

„იანვარში სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აღემატება და მნიშვნელოვნად, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი წინა წლის  ანალოგიურ  მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვ

6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება - ლევან დავითაშვილი

28 იანვარი, 2025 , 17:12

„ასეთი მასშტაბის უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში არ  განხორციელებულა და  ვფიქრობ,  ეს არის არამხოლოდ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რიცხვებში გამოხატული ხელშეწყობა,  რაც, თავისთავა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი