არქივი
ეკონომიკა

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 618.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 401.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 20.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მარტში 2 816.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ – 669.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 663.3 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 642.8 მლნ. აშშ დოლარით.
საკვანძო სიტყვები:
მარტში საქართველოს ეკონომიკა 9.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
30 აპრილი, 2025 , 12:47
2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი 1.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
19 მარტი, 2025 , 12:19
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
19 მარტი, 2025 , 12:04

Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა
6 მარტი, 2025 , 18:56
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
28 თებერვალი, 2025 , 12:00
იანვარში სავაჭრო ბრუნვა ორ მილიარდ დოლარს აღემატება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მაღალია - ლევან დავითაშვილი
13 თებერვალი, 2025 , 13:15