უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2020 15:25
font-size

შეინიშნება ფრთხილი პოზიტიური ნიშნები გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში - გიორგი გახარია

დღეს ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა, რომელმაც იმსჯელა მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ანტირეკორდია, აღმოჩენილია 546 ათასი ახალი ქეისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში „ლოკდაუნებიც“. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, უკვე 8 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს, როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს, პირველი, ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და მეორე, გათანაბრებულ, დასტაბილურებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, მაგალითად გუშინ იყო გაკეთებული 11 000 ტესტი, გუშინწინ იყო 9 000 ტესტი. ჩვენ ყოველდღიურად ვმერყეობთ 8-დან 11 ათას ტესტს შორის. ეს არ არის ვინმეს დამსახურება, ეს არ არის მთავრობის, ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება, ეს ყველას, ჩვენი საერთო დამსახურებაა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი