უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 ივნისი, 2022 16:34
font-size

ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის - გია ვოლსკი

მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგი რომ შეიკრიბოს, ისიც მრავალათასიანი იქნება და პათოსიც იგივე იქნება - საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი მექანიზმი აქვს, ნებისმიერი ფორმატის კონსულტაციაში მიიღოს მონაწილეობა. ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, რამაც მთლიანობაში არეულობა, ქაოსი, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა მოიტანოს. წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება - რა საკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ! არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენს წინაშე დგას.

არანაირი პოზიტიური განწყობა იმისა, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს იმისთვის, რომ საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის - ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკი.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი