უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
21 წლის გორელი სპორტსმენი ოლიმპიადის ფინალშია 10.08.2012 18:32

ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობაზე ქართველი სპორტსმენი, 55 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ ჯამალ ოტარსულთანოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გორელმა მეთექვსმეტედფინალში ეგვიპტელი იბრაჰიმ მოჰამედი სამ სეტში, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე ბულგარელი მსოფლიოს ჩემპიონი, ზემოხსენებული წონითი კატეგორიის ფავორიტი რადოსლავ ველიკოვი იყო, რომელსაც გორელმა სპორტსმენმა მძიმე ბრძოლაში ასევე 2-1 სძლია. მეოთხედფინალში ქართველმა მოჭიდავემ 18 წლის ინდოელი მეტოქე, კუმარი დაამარცხა და ნახევარფინაშლი გავიდა, საიდანაც ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდა. ნახევარფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე 28 წლის იაპონელი სპორტსმენი იყო, რომელსაც გორელმა მოჭიდავემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 სძლია. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტის დასრულების შემდეგ ხინჩეგაშვილმა ტრავმა მიიღო, თუმცა ასპარეზობა მაინც გააგრძელა და ფინალში გასვლა მოახერხა, რითაც მინიმუმ ვერცხლის, ხოლო მაქსიმუმ ოქროს მედალი გაინაღდა.

ფინალი მოგვიანებით გაიმართება.