უკან
მსოფლიო
17 თებერვალი, 2018 13:40
22 ადამიანი ემსხვერპლა და 28 დაშავდა ნიგერიაში ტერორისტული აქტის შედეგად
22 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბორნოს შტატის ქალაქ კონდუგაში ერთ-ერთ ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ APA ავრცელებს.
შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით 8:05 საათზე მოხდა.
დაშავებულები, მკურნალობის მიზნით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივებს ეჭვი ტერორირტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამზე“ აქვთ.
ამ კვირაში სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქებში „ბოკო ჰარამისაგან“ მოსალოდნელ შესაძლო თავდასხმაზე აფრთხილებდნენ.
ცირა გურგენიძე