უკან

მოზაიკა

21 იანვარი, 2017 17:45
font-size

22 და 23 იანვრისთვის ზოგიერთ რაიონში მოთოვს

სინოპტიკოსები 22 და 23 იანვრისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 22 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ნალექი თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +1, +6; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მაღალ მთაში ელიან ქარბურს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +2, +7; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

თბილისში 22 იანვარს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +4 გრადუსი იქნება.

ზეგ, 23 იანვარს დასავლეთ საქართველსო ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +2, +7; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +1, +6; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

თბილისში 23 იანვარს, დილის საათებში მოსალოდნელია მცირე თოვლი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +5 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ

გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს

10 ივნისი, 2019 , 13:30

სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!