უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 13:00
font-size

22 მაისია, ქუჩა გადათხრილი და სამუშაოები მიტოვებულია - ლევან ხაბეიშვილი 94000-ლარიან ტენდერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ხოშტარიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დახარჯული 94 ათასი ლარის მიზნობრიობისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სარევიზიო კომისიისგან საკითხის შესწავლა მოითხოვა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ ნაკისრი ვალდებულება დროზე ვერ შეასრულა, რის გამოც მას ჯარიმა დაეკისრა.

თუ ორი დღის ვადაში კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა, მას ხელშეკრულება ცალმხრივად გაუუქმდება.

ხაბეიშვილის თქმით, ქუჩა ისევ გადათხრილია.

„გადაწყვიტეს დაგებულ ასფალტზე, ახალი ასფალტის გადაგება. საუბარია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანზე. (არადა, არავინ უჩიოდა გზას).

გამოაცხადეს ტენდერი. 94 300 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს რამდენიმე თვით ადრე დაფუძნებულ კომპანიას.

სამუშაოების შესრულების ვადად განუსაზღვრეს 5 მაისი.

4 მაისს ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულებაში, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ 266 ლარით ნაკლები ჯდება სამუშაოებიო. (კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებას უსვამენ ხაზს).

22 მაისია, ქუჩა გადათხრილი და სამუშაოები მიტოვებულია

P.s. ვინ აგრძელებს და ვის „ტრადიციას“ ?!, - დაწერა ხაბეიშვილმა ფეისბუკზე

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი