უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ნოემბერი, 2019 16:05
font-size

22 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნება, რომლის რებილიტაცია და აღჭურვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა

22 ნოემბერს ბათუმის ინფექციური საავადმყოფო გაიხსნება, რომლის რებილიტაცია და აღჭურვა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ განახორციელა.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოში თურქეთის საელჩოდან აცნობეს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით, 2017 წელს განხორციელდა ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები.

„ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მოწყობილობებით. განხორციელებული პროექტის შედეგად ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი გარდაიქმნა 50 საწოლიან თანამედროვე რეგიონალურ კლინიკად.
პროექტის ფარგლებში მოხდა საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც, რათა მათ ჰქონოდათ თანამედროვე სამედიცინო მრავალფუნქციური აპარატურის სრული დატვირთვით გამოყენების საშუალება. ამ მიზნით 2019 წლის თებერვალ-მარტის თვეებში, თურქეთიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა სამი სხვადასხვა განხრით გადაამზადეს ცენტრის სამედიცინო პერსონალი: ინფექციონისტები, რადიოლოგები და ლაბორატორიის თანამშრომლები, სულ: 18 ექიმი და 20 ექთანი.
ამ პროექტით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA) თავისი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის მიმართულებით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. შედეგად, ბათუმის შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი დღიურად ემსახურება 60 სტაციონარულ და 20 ამბოლატორიულ პაციენტს, რაც ნიშნაცს, რომ წლიურად: 3 000 სტაციონარული და 9-დან - 10 000-მდე ამბულატორიული პაციენტი მიიღბს უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი