უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

24 დეკემბერი, 2017 09:00
font-size

24 და 25 დეკემბერს საქართველოში ქარის გაძლიერებას და ნალექს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 24 და 25 დეკემბრისთვის ნალექს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს, 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში კი მოსალოდნელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

თბილისში დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.

ხვალ, 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი, თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -4, +1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ნალექი მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +5, +10; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -5, 0 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში +8 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას

17 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია, ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრებ

რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში?

16 იანვარი, 2019 , 16:40

რა დევს ანუკი არეშიძის ჩანთაში? - თბილისის მერის კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე ანუკი არეშიძე VOGUE-ის რუბრიკაში მოხვდა. ვიდეორგოლი Vogue-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ დიზაინერს თან ყოველთვის 3 ტელეფონი, ფო

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

11 იანვარი, 2019 , 14:30

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.  თურგაი ველიზადე,

საქართველოში დღეს კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

9 იანვარი, 2019 , 09:00

დღეს, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი

საქართველოში ხვალისთვის კვლავ რთული მეტეოროლოგიური პირობებია მოსალოდნელია

8 იანვარი, 2019 , 15:50

9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალ

გიორგი შველიძე ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

8 იანვარი, 2019 , 13:25

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War,