უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2018 15:55
font-size

25 000 ადამიანი, რომლებსაც C ჰეპატიტი აქვთ, უნდა მივიყვანოთ სამკურნალოდ იმიტომ, რომ ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მოუწოდა C ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეებს, დროულად მიმართონ C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამას, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი გახდება.

„ეს არის უნიკალური პროგრამა. საქართველო გამორჩეულია იმით, რომ ძალიან მაღალია ჩვენთან C ჰეპატიტით ავადობა. ეს არის 90-იანი წლების პირდაპირი შედეგი არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულების მხრივ, არამედ იმის მხრივ, თუ როგორ იცავდნენ იმ პერიოდში ჰიგიენას საავადმყოფოებში. ამის გამო უკვე დადგენილია, რომ 150 000 ადამიანს აქვს ეს დაავადება. საოცრებაა, რომ 65 000 ადამიანიდან, რომელმაც გამოიკვლია და იმკურნალა, 98%-მდე განიკურნა. 25 000 ადამიანმა კი იცის, რომ აქვს ცე-ჰეპატიტი და არ მკურნალობს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებზეც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მობილიზება და მივიყვანოთ სამკურნალოდ იმიტომ, რომ ეს არის 25 000 გადარჩენილი სიცოცხლე. მათ არ იციან, რამდენად მძიმეა ეს დაავადება, როდესაც არ აწუხებთ ეს პრობლემა, ჰგონიათ, რომ მომავალშიც არ შეაწუხებთ. სინამდვილეში, მათთვის ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

მობრძანდით, იმკურნალეთ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 2020 წლამდე. 2020 წლის შემდეგ ცე ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება. ჩვენი ოკუპანტი რუსეთი ვერ ახერხებს, უმკურნალოს საკუთარ მოქალაქეებს და უამრავ ფულს ხარჯავს მარტო იმისთვის, რომ ამ პროგრამას დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოში“, - განაცხადა ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი