უკან

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2019 10:35
font-size

25 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება

ერთ თვეც არ გასულა მას შემდეგ რაც № 520-ე დადგენილება ამოქმედდა და ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულმა პირველივე რეფორმამ კლინიკებს და პაციენტებს უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება.

„ გეგმიური ოპერაციების შეწყვეტის მიზეზი 520 დადგენილებაა“, - ამის შესახებ კომერსანტს „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტმა კახაბერ ეცადაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აპარატების ფასი ბევრად მეტია, ვიდრე 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფი.

„იმ პაციენტებს, რომლებსაც გეგმიური ოპერაცია სჭირდებათ მოუწევთ ან სამინისტროსთან გაარკვიონ მიზეზი, ან იმ საავადმყოფოებს მიაკითხონ, რომლებიც დადგენილების მომხრეები არიან. ეს ჩვენი ახირება ხომ არ არის, იძულებულები გაგვხადეს კლინიკები, რომ ასე მოვქცეულიყავით. მდგომარეობა მართლაც სავალალოა და ამას ყველაზე მეტად პაციენტები და კლინიკები ვგრძნობთ“ - კახაბერ ეცადაშვილი.

სურათი არც „თბილისის გულის ცენტრში“ იცვლება. კლინიკის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიურ ოპერაციებს აღარ ატარებენ.

„ჩვენს კლინიკაშიც იგივე მდგომარეობაა როგორიც სხვაგან, ამ ეტაპზე გეგმიური ოპერაციები შევწყვიტეთ. სანამ დადგენილებაში ტარიფები არ გადაიხედება, კლინიკაში გეგმიური ოპერაციები არ ჩატარდება. გადაუდებელ პაციენტებს ჩვეულებრივად ვემსახურებით, კლინიკის ზარალის ხარჯზე. ჩვენ არ შეგვიძლია პაციენტს უარი ვუთხრათ იმ არასწორი გათვლების გამო, რომელიც სამინისტრომ გააკეთა. ამას ვგრძნობთ და პაციენტების ინტერესს ვიცავთ ისევ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. გადაუდებელი ოპერაციების შეწყვეტა ნიშნავს, რომ კლინიკა დაიხურება. თუ გადაუდებელ ოპერაციასაც შევაჩერებთ ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოვიდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და კლინიკა დაიხურება.ამას ისიც ემატება, რომ პაციენტებისთვის გაწეული მკურნალობის საფასური თავის დროზე არ გვერიცხება, ბოლო 6 თვის თანხებს დღესაც ველოდებით, სამწუხაროდ, საახალწლოდ მედპერსონალის ხელფასებს ვერ გავცემთ. მათ ვისაც გეგმიური ოპერაცია სჭირდება ორი გზა აქვს ან მივიდნენ სამინისტროში სიტუაციის გასარკვევად, ან მიაკითხონ ალტერნატიულ კლინიკებს, მაგალითად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

მწვავე პაციენტების მიღებას აგრძელებს „ჯოენის სამედიცინო ცენტრიც“, თუმცა, საავადმყოფოს სახელმწიფოს მიერ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გამო გეგმიური პაციენტების მიღება გაურკვევლი დროით აქვს შეჩერებული. კლინიკაში ფიქრობენ იმაზეც, რომ საერთოდ დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

„520-ე დადგენილების შედეგი სახეზე გვაქვს, საავადმყოფოებმა გეგმიური ოპერაციები შევწყვიტეთ, უფრო სწორედ, სახელმწიფომ შეგვაწყვეტინა. ოპერაციები როდის განახლდება რთული სათქმელია. დეკემბრის ბოლომდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დავრჩებით თუ არა პროგრამაში. გადაუდებელ ოპერაციებს ვემსახურებით, კლინიკის ხარჯზე, გადაუდებელ პაციენტს ფულს ვერ მოვთხოვთ. კლინიკები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ეს არის ჩარიცხვები, 2 დღის წინ ივნისის თანხა ჩაგვირიცხეს. წარმოიდგინეთ მას შემდეგ კიდევ 5 თვის თანხაა ჩასარიცხი. სამინისტროს დადგენილი ვადები აქვს, თუმცა ამ ვადებს დიდი ხანია გასცდნენ“- აცხადებს ვახტანგ ლაშხი.

წყარო: კომერსანტი

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი